ტრენინგის პირველი დღე გაცნობით დავიწყეთ, ტრენერმა , გიორგი ხომასურიძემ,თავისი უშუალობითა და პროფესიონალიზმით უდაუდ დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. გაგვაცნო ინტელის პროექტის მნიშვნელობა, თუ რაოდენ აუცილებელია სასწავლო პროცესში სიახლეებისა და ტექნოლოგიების დანერგვა . გავაკეთეთ ბროშურა, პროექტის შაბლონი და ეტაპობრივად დავიწყეთ მასზე მუშაობა. ვერ ვიტყვი,რომ ჩემთვის უცხოა პროექტებით სწავლება, მაგრამ აღმოჩნდა,რომ ბევრი რამ ისე არ მცოდნია,როგორც საჭირო ყოფილა და არც გამომიყენებია ჩემს პრაქტიკაში ,თუმც სწავლა განახლებადი პროცესია, ამიტომ გულისყურით ვუსმენ ჩვენს ტრენერს და იმედია, წინ ბევრად საინტერესო სამუშაო გველის..
ტრენინგის პირველივე მოდულმა მომცა სტიმული და ახალი იდეები,ინოვაციების განხორციელების მოტივაცია.
ტრენინგის პირველივე მოდულმა მომცა სტიმული და ახალი იდეები,ინოვაციების განხორციელების მოტივაცია.
Комментариев нет:
Отправить комментарий