განვიხილეთ მეშვიდე მოდული- ფასილიტაცია ტექნოლოგიებით, ვისწავლეთ , თუ როგორ უნდა განვათავსოთ ბლოგზე ჩვენი ნაშრომები, ფოტომასალა, ვიდეოები და ასე შემდეგ. თუ როგორ გავუწიო ფასილიტაცია კლასს მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლების პროცესში და როგორ გამოვიყენო ტექნოლოგიები სასწავლო პროცესის გასაუმჯობესებლად.მოდიფიცირება გავუკეთეთ სასწავლო პროექტის გეგმას,შევაფასეთ სასწავლო პროექტის პორტფოლიოები, შევქმენით მასალები და გავაკეთეთ რეფლექსია მიღებულ ცოდნაზე, განვათავსეთ ბლოგზე სასწავლო პროექტის შაბლონი და ჩვენ მიერ შექმნილი სხვა რესურსები.
საინტერესო იყო ბატონ გიორგის მიერ ჩატარებული ტრენინგი, დატვირთული და საქმიანი იყო ყოველი საათი, რასაც უშედეგოდ არ ჩაუვლია, ბევრი რამ ვისწავლეთ იმ მიზნით, რომ უფრო საინტერესო გავხადოთ მოსწავლეებთან მუშაობა და სასწავლო პროცესში, მოსწავლეთა დაინტერესების მიზნით, გამოვიყენოთ ტექნოლოგიები.
უკვე დავიწყე იმ სასწავლო
პროექტის განხორციელება, რომლის გეგმაც ინტელის ტრენინგზე
შევიმუშავე.
მადლობა ტრენერს იმისათვის, რომ თანამედროვე ტექნოლოგიების ცოდნა გაგვიზიარა
და გაგვიღრმავა.