პროექტებით სწავლება
Страницы
воскресенье, 1 ноября 2015 г.
суббота, 31 октября 2015 г.
მეცხრე დღის რეფლექსია
განვიხილეთ მეშვიდე მოდული- ფასილიტაცია ტექნოლოგიებით, ვისწავლეთ , თუ როგორ უნდა განვათავსოთ ბლოგზე ჩვენი ნაშრომები, ფოტომასალა, ვიდეოები და ასე შემდეგ. თუ როგორ გავუწიო ფასილიტაცია კლასს მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლების პროცესში და როგორ გამოვიყენო ტექნოლოგიები სასწავლო პროცესის გასაუმჯობესებლად.მოდიფიცირება გავუკეთეთ სასწავლო პროექტის გეგმას,შევაფასეთ სასწავლო პროექტის პორტფოლიოები, შევქმენით მასალები და გავაკეთეთ რეფლექსია მიღებულ ცოდნაზე, განვათავსეთ ბლოგზე სასწავლო პროექტის შაბლონი და ჩვენ მიერ შექმნილი სხვა რესურსები.
საინტერესო იყო ბატონ გიორგის მიერ ჩატარებული ტრენინგი, დატვირთული და საქმიანი იყო ყოველი საათი, რასაც უშედეგოდ არ ჩაუვლია, ბევრი რამ ვისწავლეთ იმ მიზნით, რომ უფრო საინტერესო გავხადოთ მოსწავლეებთან მუშაობა და სასწავლო პროცესში, მოსწავლეთა დაინტერესების მიზნით, გამოვიყენოთ ტექნოლოგიები.
უკვე დავიწყე იმ სასწავლო
პროექტის განხორციელება, რომლის გეგმაც ინტელის ტრენინგზე
შევიმუშავე.
მადლობა ტრენერს იმისათვის, რომ თანამედროვე ტექნოლოგიების ცოდნა გაგვიზიარა
და გაგვიღრმავა.
მერვე დღის რეფლექსია
დღეს გამორჩეული დღე გვქონდა, შევცვალეთ ბლოგის დიზაინი ,გადავხედეთ ჩვენს ნაშრომებს,შევიტანეთ ცვლილებები, გავაკეთეთ შეფასების რუბრიკები და დავადგინეთ ჩვენი პროექტის შეფასების კრიტერიუმები.წავიკითხეთ და განვიხილეთ ინტელ-ის პროექტის მასალები, გავეცანით სასწავლო პროცესში გამოსაყენებელი აქტივობების ნიმუშებს და შევარჩიეთ ერთი აქტივობა ჩვენი პროექტისათვის.
მინდა აღვნიშნო, რომ დაუზარებელი და მეტად აქტიური ადამიანია ჩვენი ტრენერი, რომელიც მუდამ ითხოვს ჩვენგან , თუ რა გვაინტერესებს და რა შეკითხვაზე ვისურვებთ პასუხი გაგვცეს, მადლობა მას ასეთი გულისხმიერებისათვის.
суббота, 24 октября 2015 г.
пятница, 23 октября 2015 г.
ტრენინგის მეექვსე დღე
დავიწყეთ პრეზენტაციაზე მუშაობა,გავაკეთეთ მოსწავლის დასახმარებელი საპრეზენტაციო შაბლონი საკითხების დაკონკრეტებით, ხოლო შემდეგ თემიდან გამომდინარე სავარაუდო პრეზენტაცია. ინტერნეტიდან გადმოვიწერეთ სურათები და გამოყენებული დამხმარე რესურსების მისამართებით შევავსეთ საავტორო უფლების ტესტი.
ტრენინგის მეხუთე დღე
გავაგრძელეთ შეფასების რუბრიკაზე მუშაობა და დავამუშავეთ მულტიმედიური პრეზენტაციის შეფასების რუბრიკა.
ტრენინგის მეოთხე დღე
განვიხილეთ საპროექტო გეგმის შეფასების სისტემა,როგორც განმსაზღვრელი, ასევე განმავითარებელი, შევიმუშავე ჩემი პროექტის შეფასების კრიტერიუმები, რომელსაც გამოვიყენებ პროექტის დაწყებამდე, მუშაობის პროცესში და მუშაობის დასრულების შემდეგ.
Подписаться на:
Сообщения (Atom)